NBA-ს ლეგენდის, მაიკლ ჯორდანის სპორტული ფეხსაცმელი Sotheby’s-ის აუქციონზე 1 472 000 დოლარად გაიყიდა. ეს არის ყველაზე მაღალი ფასი, რომელიც სპორტის ნებისმიერი წარმომადგენლის ფეხსაცმელში გადაუხდიათ. ამის შესახებ BBC წერს.
Nike Air Ships-ი ლეგენდარულ კალათბურთელს 1984 წელს, „ჩიკაგო ბულსში“ პირველი სეზონის დროს ეცვა. ეს იყო პირველი წელი, როდესაც Nike-მა ბრენდული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაქმნელად კლუბთან კოლაბორაცია დაიწყო.
ბოტასი ავტოგრაფით ცნობილმა კოლექციონერმა, ნიკ ფიორელამ შეიძინა. მისი საწყისი ფასი ერთიდან ერთნახევარ მილიონ დოლარამდე მერყეობდა.