ალეკ ბოლდუინის მიერ დაჭრილმა რეჟისორმა პირველი განცხადება გაავრცელა

ალეკ ბოლდუინის მიერ დაჭრილმა რეჟისორმა პირველი განცხადება გაავრცელა

ამერიკელი რეჟისორი ჯოელ სოუზა, გადასაღებ მოედანზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, პირველ განცხადებას ავრცელებს, - ამის შესახებ BBC წერს.

ის აღნიშნავს, რომ განადგურებულია მეგობრისა და კოლეგის, ჰალინა ჰატჩინსის დაკარგვის გამო.

„ის იყო კეთილი, ენერგიული, წარმოუდგენლად ნიჭიერი, ბევრს იბრძოდა და ყოველთვის მიბიძგებდა, უკეთესი გავმხდარიყავი. ახლა, ამ რთულ დროს, ჩემი ფიქრები მისი ოჯახისკენაა მიმართული. მადლობელი ვარ იმ სიყვარულისთვის, რომელიც ვიგრძენი კინემატოფრაფთა საზოგადოებისგან, სანტა-ფეს მოსახლეობისგან და ათასობით უცხო ადამიანისგან. ეს აუცილებლად დამეხმარება გამოჯანმრთელებაში“, - აღნიშნავს ის.

ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღით მოკლა. დაჭრილი რეჟისორი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ფილმის გადამღები კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი იმ სცენის გადაღების დროს მოხდა, როდესაც ბოლდუინს ცარიელი ვაზნებით უნდა ესროლა.