გუშინ ღამით, სრული ისტერია, პანიკა დათესეს გვარამიამ, მელიამ და ყველა ქაოსის შემომტანმა ადამიანმა - არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, თითქოს, ჩემი დავალებით, ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში

გუშინ ღამით, სრული ისტერია, პანიკა დათესეს გვარამიამ, მელიამ და ყველა ქაოსის შემომტანმა ადამიანმა - არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, თითქოს, ჩემი დავალებით, ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში

„გუშინ ღამით, სრული ისტერია, პანიკა დათესეს გვარამიამ, მელიამ და ყველა ქაოსის შემომტანმა ადამიანმა. არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, თითქოს, ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში, სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებაზე“, - ასე უპასუხა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას, რას უკავშირდება გავრცელებული ინფორმაცია რეგიონებში სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზების შესახებ.

მისივე თქმით, ძალადობის დრო ქვეყანაში დამთავრებულია და რევოლუციასა და არეულობას ვერავინ მოაწყობს.

„ეს იმას უკავშირდებოდა, რომ დაძაბონ სამეგრელოს მოსახლეობა. ჩასულები ვიყავით რამდენიმე დღის წინ და იქ მხოლოდ სიმართლე ვილაპარაკეთ. არაფერი არ მისაუბრია ფაქტების გარდა. მე მხოლოდ ფაქტები შევახსენე მოსახლეობას, ახლაც ფაქტებით ვსაუბრობ, როგორ მმართავდნენ ჩვენს ქვეყანას მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამ ძალადობაზე ვსაუბრობდი. რა უნდა მოხდეს? ადამიანი თავისი გარყვნილი გონებიდან გამომდინარე აზროვნებს, ალბათ, თვითონ რასაც მოიმოქმედებდნენ და დაგეგმავდნენ, აქედან გამომდინარე ააგეს ეს აბსურდული პანიკა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შსს-ს თანამშრომელთა განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება და პოლიციელთა გეგმური როტაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.