ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა სახელი ოფიციალურად შეიცვალა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
სამართლებრივი პროცედურის დასრულების შემდეგ რეპერს ოფიციალურად იე ჰქვია.
სახელის შეცვლა რეპერმა მიმდინარე წლის აგვისტოში მოითხოვა, ახლა კი მოსამართლე მიშელ უილიამსმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.