კანიე უესტი პაპარაცებმა იტალიაში, ვენეციაში დააფიქსირეს. 44 წლის ამერიკელი რეპერის ვიზუალმა ტაბლოიდების ყურადღება მიიპყრო.
მას „ბალენსიაგას“ შავი სამოსი და ფეხსაცმელი ეცვა, ასევე, ეკეთა ნიღაბი, რომელიც, ყურების ჩათვლით, თვალების გარდა, მთელ თავს უფარავდა.
რეპერი ცოტა ხნის წინ დაშორდა მეუღლეს, კიმ კარდაშიანს. განქორწინების შემდეგ, $60 მილიონად შეფასებული სახლი კარდაშიანს დარჩა.