მეგან ფოქსი მსახიობ ბრაიან ოსტინ გრინს ოფიციალურად დაშორდა. წყვილმა განქორწინების საბუთებს ხელი უკვე მოაწერა, რითაც, 11-წლიანი ოფიციალური ურთიერთობა დაასრულა.
მათ სამი საერთო შვილი ჰყავთ - ყველაზე უფროსი 9 წლისაა, შუათანა 7-ის, უმცროსი კი 5 წლის. განქორწინების მოთხოვნა ფოქსმა 2020 წლის ნოემბერში დააყენა და შვილებზე მეურვეობა მოითხოვა.
იქამდე, 2020 წლის მაისში, გრინი ღიად ამბობდა, რომ მათი ურთიერთობა ისეთი აღარ იყო, როგორიც ადრე.
განქორწინების ოფიციალური პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ორივემ დაიწყო რომანტიკული ურთიერთობები. გრინი Dancing With the Stars-ის მონაწილეს, შარნა ბარჯესს ხვდება, ფოქსი კი - რეპერ Machine Gun Kelly-ს.