დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს ალკოჰოლის დალევა აუკრძალეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Star-ი წერს.
როგორც გამოცემას ბუკინგემის სასახლეში საკუთარმა წყარომ განუცხადა, აკრძალვის მიზეზი 95 წლის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
არსებული ინფორმაციით, ელისაბედ მეორე ყოველდღე ვახშმის წინ ერთ ჭიქა მარტინის სვამს, ძილის წინ კი ხანდახან თავს შამპანურის დალევის უფლებას აძლევს. ამასთანავე, სამეფო ოჯახის ყოფილი შეფ-მზარეული დარენ მაკგრეიდი ამბობს, რომ სამეფო სასახლეში მისი მუშაობის პერიოდში (1982-1993 წლები) ელისაბედ მეორე ვახშმისას „ტკბილ გერმანულ ღვინოს“ სვამდა.