ნორვეგიის სამხრეთით, ინლანდეტის ოლქში იპოვეს თხილამურები, რომელთაც ასაკიც 1 300 წელს შეადგენს. ამის შესახებ Secrets of the Ice-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აღმოჩენა ორ ეტაპად გაკეთდა. 2014 წელს მთა დიგრვარდენზე მეცნიერებმა ერთი თხილამური იპოვეს, შემდეგ კი 7 წელი ყინულის დადნობას ელოდებოდნენ, რათა მისი წყვილი გაეთავისუფლებინათ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თხილამურები დაახლოებით 750 წელს დაამზადეს. მსგავსი თხილამურები არქეოლოგებს ადრეც შეხვედრიათ, თუმცა ეს წყვილი ყველა კარგად არის შემონახული - თხილამურებს სამაგრებიც კი თავის ადგილზე აქვს. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ თხილამურები მონადირეს ეკუთვნოდა.
(პატრონი, სავარაუდოდ, ნადირმა შეჭამა... თორემ თხილამურებით მოსული, უთხილამუროდ ხომ არ გაბრუნდებოდა უკან).