მრავალცოლგანაშვებ ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი მიწინავეა, ლეგენდარული გერმანელი მობურთალი ლოთარ მათეუსი, რომელმაც ცოტა ხნის წინ არც მეტი, არც ნაკლები, მეხუთე ცოლი გამოიცვალა და ამ კაცის მწყაზარი ბუნება რომ ვიცით, ადვილი შესაძლებელია, სულ მალე მეექვსედაც იქორწინოს.
ლოთარის ბოლო ცოლი, მასზე მთელი 27 წლით უმცროსი რუსი მოდელი ანასტასია კლიმკო იყო, რომელანაც ფეხბურთელს ერთი შვილი ჰყავს. თუმცა, მათეუსს შვილები წინა ქორწინებებიდანაც ჰყავს და მათთაგან ყველაზე უფროსი 35 წლის ალისაა. მავანნი სწორედ ამიტომაც აკრიტიკებდნენ ლოთარს - ბოლო ცოლად შვილის ასაკის გოგო მოიყვანაო.
როგორც გერმანიის ბულვარული მედია იუწყება, მათეუსის მრავალცოლიანობის მიზეზი საკუთრივ ფეხბურთელია, რომელიც მუდამ ცდილობდა მეოჯახე და ცოლ-შვილზე გადაგებული კაცის იმიჯის მორგებას, მაგრამ ოღრაშობას არასოდეს იშლიდა და როდესაც შანსი მიეცემოდა, ცოლების გარდა სხვა ქალებთანაც დაძვრებოდა.