ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ

ეკონომიკის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ.

„ეკონომიკის დარგში შვედეთის სახელმწიფო ბანკის ლაურეატები დევიდ კარდი, ჯოშუა დ. ანგრისტი და გვიდო ვ. იმბენსი გახდნენ. დევიდ კარდს პრემია შრომის ეკონომიკაში ემპირიული წვლილისთვის მიენიჭა. ჯოშუა დ. ანგრისტსა და გვიდო ვ. იმბენსს პრემია მიზეზობრივი კავშირის ანალიზში მეთოდოლოგიური წვლილისთვის მიენიჭათ“, - ნათქვამია განცხადებაში.