ოქტომბრის ბოლოს, ბრიტანეთში, სოტბის აუქციონზე გაიტანენ სათვალეებს, რომლებიც დიდ მონღოლთა იმპერიის დროს არის დამზადებული, - ამის შესახებ BBC წერს.
ორი სათვალიდან ერთი ბრილიანტითაა შექმნილი, მეორის ჩარჩოში კი, ზურმუხტია ჩასმული. თითოეულის სავარაუდო საწყისი ფასი, £1.5 მილიონიდან £2.5 მილიონამდე იქნება.
უცნობია, ვინ შეუკვეთა სათვალეების დამზადება, თუმცა, შესაძლებელია, ისინი მონღოლთა დინასტიის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ, რომლებიც ინდოსტანის ნახევარკუნძულს XVI-XVII საუკუნეში მართავდნენ.