პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, საბანი, ლეიბი და ბალიში

პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, საბანი, ლეიბი და ბალიში

გაცნობებთ , რომ მსჯავრდებული ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზირით  და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ , რომ ხელოვნურად გაჭიანურდა ტელევიზორის მიწოდების პროცესი ტყუილია. განვმარტავთ, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ტელევიზორი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით და ბარათზე ლიმიტით დაწესებული თანხით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში.

სააკაშვილს  ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია  ტელევიზორი  და შეკვეთა გააფორმდა. ამ დროისთვის   მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებლობს.

ტყუილია ასევე ის ინფორმაცია  რომ თითქოს   მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი,   დაწესებულებაში შესახლებისთანავე კანონის შესაბამისად, მას  გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა  თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში. 

მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ადმინისტრაცისთვის დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართვს. 

აქვე განვმარტავ, სახარებასთან დაკავშირებულ საკითხს .დეკანოზის მიერ მოტანილ სახარებას ჰქონდა მოოქროვილი ელემენტები და თვლები,  №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება  ფასეული ნივთებისა  პენიტენციურ დაწესებულებაში ქონა. სწორედ ფასიან ნივთების ნუსხაშია ყველა სახის ნივთი ან სამკაული, რომელსაც აქვს ძვირფასი გაფორმება.