Youtube-მა R Kelly-ის ყველა არხი წაშალა, მას შემდეგ რაც მუსიკოსი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

Youtube-მა R Kelly-ის ყველა არხი წაშალა, მას შემდეგ რაც მუსიკოსი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკელ მომღერალ R Kelly-ის სასამართლომ სექსუალური ძალადობისა და სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით პატიმრობა შეუფარდა.

ამჯერად კი ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პლატფორმამ Youtube-მა მუსიკოსის ყველა არხი წაშალა.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიციის I Believe I Can Fly-ის ავტორმა კარიერული საქმიანობა 1989 წელს დაიწყო და ითანამშრომლა ისეთ არტისტებთან როგორებიც Jay-Z, Nas, The Notorious B.I.G, მაიკლ ჯექსონი და სხვები არიან.

Youtube არ არის ერთადერთი, ვისაც შემსრულებელთან თანამშრომლობა აღარ სურს.

დაზარალებულების ჩანაწერების გავრცელების შემდეგ RCA Records-მა მომღერალთან ყოველგვარი თანამშრომლობა გაწყვიტა. ზოგიერთმა მუსიკოსმა კი შემსრულებელთან თანამშრომლობა გაწყვიტა და საზოგადოებას კოლაბორაციით შექმნილი მუსიკის ინტერნეტსაიტებიდან წაშლას დაპირდა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ Youtube-ის საქციელი სხვა პლატფორმებისთვის მისაბაძი უნდა იყოს და მათ მსგავსი ქმედებებისკენ მოუწოდებენ.

R Kelly თავდაპირველად 2019 წელს ჩიკაგოში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას ცხრა ადამიანი, შვიდი ქალი და ორი მამაკაცი უჩიოდა, რომელთაგან რამდენიმემ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არასრულწლოვნები იყვნენ, როდესაც მომღერალმა მათზე იძალადა.

სააპელაციო სასამართლოს მომღერლის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობიდან გირაოთი გამოსვლაზე არაერთხელ მიმართა, თუმცა სასამართლომ უარი განაცხადა.