ამერიკელი მომღერალი ბრიტნი სპირსი ფანებს მადლობას უხდის იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მას მამის მეურვეობისგან გათავისუფლებამდე და მას შემდეგ უცხადებდნენ, - ამის შესახებ BBC წერს.
მომღერალი ყურადღებას კამპანიაზე „თავისუფალი ბრიტნი“ (#FreeBritney) ამახვილებს და Twitter-ის გვერდზე წერს:
„სიტყვები არ მყოფნის... თქვენ მიერ გამოჩენილი უცვლელი გამძლეობის გამო, რომელსაც ჩემი მეურვეობისგან გასათავისუფლებლად იჩენდით. წუხელ, ორი საათის განმავლობაში ვტიროდი, რადგან ჩემი ფანები საუკეთესოები არიან და მე ეს ვიცი“, - წერს მომღერალი.