ლეგენდარული მოკრივის, მუჰამედ ალის მიერ შესრულებული ნახატების კოლექცია აუქციონზე 945 524 დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
26 ნახატისგან შემდგარი კოლექცია ნიუ-იორკში, Bonhams-ის აუქციონზე გაიყიდა. ალის ნახატები აუქციონზე კოლექციონერმა როდნი ჰილტონ ბრაუნმა გაიტანა.
ალი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სახელოვანი სპორტსმენია, თუმცა მისი მხატვრული ნიჭის შესახებ შედარებით ნაკლებადაა ცნობილია.