ამერიკელი ბილ ფიშერი, რომელიც ჩრდილოეთ დაკოტაში ცხოვრობს, 8 წელია საკუთარი ავტომობილის ციყვისგან დაცვას ცდილობს. ამის შესახებ გამოცემა LADBible წერს.
ყოველ წელს ციყვი კაცის ავტომანქანაში, ძრავთან ზამთრისთვის კაკალს აგროვებს. 56 წლის ბილ ფიშერი აცხადებს, რომ ციყვთან 8-წლიანი „ომით“ დაიღალა.
„ამ ჟღალ ციყვს 2013 წლიდან ვიცნობ. მას უკვე აქვს ერთგვარი რიტუალი, რომ ყოველ წელს ჩემი სატვირთო კაკლის შესანახ საწყობად გამოიყენოს“, - ამბობს ფიშერი.
ციყვმა ტრადიცია არც 2021 წლის შემოდგომაზე დაარღვია და 70 კილოგრამი კაკალი ისევ ავტომობილში შეაგროვა.