საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას წერილით მიმართავს.
როგორც სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, ყველა ოპოზიციური და ჯანსაღი ძალა უნდა გააერთიანონ.
საკაშვილის თქმით, ახლა ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტურია, 2018 წლის მეორე ტურის მსგავსად აღარ უნდა მოეშვან, პიქირით, "ძლიერ შეტევაზე უნდა წავიდნენ".
„ნიკა, ძვირფასო, მოგიკითხავ შენი ყოფილი საპატიმროდან და მინდა მოგილოცო შენც და თბილისელ ამომრჩევლებსაც, რომ ნამდვილი სასწაული მოახდინეთ, ამას არც მტერი და არც მოყვარე მოელოდა.
ახლა ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტურია და ესაა ჩვენი საამაყო ქართული ყველა დიდი ქალაქი, აღარ უნდა მოვეშვათ 2018 წლის მეორე ტურის მსგავსად და, პირიქით, მუდმივ და ბევრად უფრო ძლიერ შეტევაზე უნდა წავიდეთ.
განსაკუთრებული მილოცვა მამაშენს!
ყველა ოპოზიციური და უბრალოდ ჯანსაღი ძალა გავაერთიანოთ, დავივიწყოთ ყველა წყენა და ერთხელ და სამუდამოდ დავიბრუნოთ დემოკრატია და თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში.
არავითარი რევანში არავის მიმართ, ვინაიდან ყველანი ქართველები და ზოგადად ამ ქვეყნის შვილები ვართ.
ვამაყობ თქვენი წარმატებებით და ასევე მზად ვარ და ვადასტურებ, რომ ჩემი სიცოცხლის ფასადაც მზად ვარ, ვიბრძოლო საქართველოს თითოეული მაცხოვრებლის გაჭირვებისგან და გაჭირვებული ცხოვრებისგან გამოსაყვანად და საქართველოს გასამარჯვებლად.
ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის მფარველი”, - წერს წერილში მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მის ოფიციალურ Facebook-ზე ვრცელდება.
დოჩანას "კამერა-ლუქსი" მოუწყო ამ ხელისუფლებამ ხალხს, ვინც ენკავედეს (НКВД) ჯურღმულებში წამებით ხდიდა სულს პატიმრებს...
რამდენიმე საკანი მაინც უნდა დაეტოვებინათ ხელუხლებლად, სწორედ ნაცებისთვის, რომ საკუთარ ზურგზე ეწვნიათ, რასაც სხვებს უშვრებოდნენ!