“ნაცობაზე” არანაკლები სირცხვილია, მათ პროპაგანდისტულ ტელევიზიებში მუშაობა, ამის დასტური კი ის გახლავთ, რომ რაც არ უნდა არგუმენტი გითხრან, რაც არ უნდა ფაქტები მოგიყვანონ მაგალითად, დადგები გაშტერებული და თუთიყუშივით იმეორებ იმას, რაზეც შენ არ გაქვს წარმოდგენა, მაგრამ დაგავალეს და ამას ასე აკეთებ, თან იცი ამ ყველაფერის გამო სოლიდური ანაზღაურება გელოდება, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, “ნაცმოძრაობის” პროპაგანდისტები არათუ დაშორებული არიან ნამდვილი მედიის დანიშნულებას, არამედ ჩაფლული არიან სიცრუისა და დეზინფორმაციის ტირაჟირებაში.
“ნაცობაზე არანაკლები სირცხვილია, მათ პროპაგანდისტულ ტელევიზიებში მუშაობა, ამის დასტური კი ის გახლავთ, რომ რაც არ უნდა არგუმენტი გითხრან, რაც არ უნდა ფაქტები მოგიყვანონ მაგალითად, დადგები გაშტერებული და თუთიყუშივით იმეორებ იმას, რაზეც შენ არ გაქვს წარმოდგენა, მაგრამ დაგავალეს და ამას ასე აკეთებ, თან იცი ამ ყველაფერის გამო სოლიდური ანაზღაურება გელოდება. მათი უბედურების არსი იმაში მდგომარეობს, რომ არათუ დაშორებული არიან ნამდვილი მედიის დანიშნულებას, რომლის მიზანი საზოგადოებისათვის მოვლენების გაშუქება-აღწერა და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაა, არამედ თავიდან ბოლომდე ჩაფლული არიან სიცრუისა და დეზინფორმაციის ტირაჟირებაში. მთელ დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებს უსვამდნენ ერთსა და იმავე შეკითხვებს, არგუმენტირებული პასუხების მიღებისას, კი ტუჩებ აბზუებული ისევ კითხულობდნენ არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? რუსეთი ნამდვილად ოკუპანტია, მაგრამ მას ამაში ხელშემწყობი და დამხარეც ჰყავდა, რომელმაც ხელგაშლილმა შემოუშვა ისინი საქართველოში, რომელსაც ბრძლის ველიდან გაექცა, მათთან საბრძველად ჯარისკაცები და დაუცველი სამოქ