მონაკოს პრინცი ალბერტ მეორე Planetary Health-ის გალა შეხვედრაზე ამერიკელ მსახიობ შერონ სტოუნთან ერთად გამოჩნდა. ამის შესახებ Paris Match წერს.
გამოცემის ცნობით, პრინცის ცოლი შარლენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ დრომდე სამხრეთ აფრიკაში იმყოფება.
ალბერტ მეორემ შერონ სტოუნს მონარქის ფონდის მიერ დაწესებული ჯილდოც გადასცა, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ კაცებს ჰქონდათ მიღებული, მათ შორისაა ლეონარდო დი კაპრიო, ორლანდო ბლუმი და მუსიკოსი სტინგი.