ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი Netflix-ის ახალ კინოპროექტში მკვლელის როლს შეასრულებს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.
ფილმში „დედა“ (The Mother) ჯენიფერ ლოპესთან ერთად ჯოზეფ ფაინსს, ომარი ჰარდუიკს და გაელ გარსია ბერნალს გადაიღებენ.
ჯენიფერ ლოპესი საშიში მკვლელის როლს, ჰარდუიკი კი შეასრულებს FBI-ის აგენტის როლს, რომელიც ჯენიფერ ლოპესის გმირის მოკავშირეა.
ფილმის რეჟისორი ნიკი კარო იქნება, რომელმაც „მულანის“ რიმეიქი გადაიღო.