შეურაცხყოფა იყო არა მელიას, არამედ კობახიძის მხრიდან და ეს მან თავადაც აღიარა,- ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ნიკა მელიამ შეკითხვა დაუსვა ირაკლი კობახიძეს, ადამიანს რომ სახე გადაუხსნა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა და მისმა შვილმა ამაზე პასუხისმგებლობას რატომ არ იღებს მმართველი პარტია და რატომ აკისრებს პასუხისმგებლობას ოპოზიციას. ამ შეკითხვის გაგონებისას შეშინებული კობახიძე გაიქცა. შეურაცხყოფა იყო არა მელიას, არამედ კობახიძის მხრიდან და ეს მან თავადაც აღიარა. პირადად თუ შევხვდები კობახიძეს, მეც აუცილებლად ვკითხავ, რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჩვენს მხარდამჭერს სახე გადაუხსნეს. ზოგადად, მთელი ქართული ოცნება სიტყვიერი დაპირისპირების გარდა არაფერსაკეთებს“,- განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
23 სექტემბერს, ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.