აუცრელობის გამო ბრაზილიის პრეზიდენტი ნიუ-იორკში პიცერიაში არ შეუშვეს 

აუცრელობის გამო ბრაზილიის პრეზიდენტი ნიუ-იორკში პიცერიაში არ შეუშვეს 

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აუცრელობის გამო ნიუ-იორკში პიცერიაში არ შეუშვეს, რის გამოც ქვეყნის მეთაურს ქუჩაში ჭამა მოუწია.

ბოლსონარუ საჯაროდ უარყოფდა კორონავირუსის საფრთხეს, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის ივლისში თავადაც გადაიტანა დაავადება. მიუხედავად ამისა, ბრაზილიის პრეზიდენტი კვლავ უარს ამბობს ვაქცინაციაზე.

ბოლსონარუ ნიუ-იორკში გაეროს გენასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ ბოლსონარუს აცრის გაკეთება სთხოვა, მან კი კვლავ უარი განაცხადა.