ამერიკელმა მსახიობმა შერონ სტოუნმა Instagram-ზე საცურაო კოსტიუმით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ფანების მოწონება დაიმსახურა.
Instagram-ზე გამოქვეყნებულ ფოტოში, მსახიობი შავი საცურაო კოსტიუმით ზღვის ფონზე პოზირებს. „მნიშვნელოვანია, როცა საკუთარ თავზე ზრუნავ“, - წერს 63 წლის მსახიობი სოციალურ ქსელში.გამომწერებმა მსახიობის გარეგნობა დადებითად შეაფასეს და ქათინაურებიც მიუძღვნეს.
„მშვენიერო და ძლიერო ქალო, თავს გაუფრთხილდი“, „ისევ არაჩვეულებრივად გამოიყურები“, „სექსუალური სხეული“, „ასაკი მხოლოდ ციფრებია“, - წერენ Instagram-ზე მსახიობის თაყვანისმცემლები.