Lady Marmalade-ის ერთ-ერთი შემსრულებელი, სარა დაში 76 წლისა გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.
Lady Marmalade-ი 1977 წელს აშშ-ის ბილბორდის ჩარტში პირველ ადგილზე იყო. ტრეკი მაყურებელმა კიდევ ერთხელ აღმოაჩინა, როცა ის ქრისტინა აგილერამ, პინკმა, ლილ კიმმა და მიამ შეასრულეს. სიმღერა 2001 წელს ფილმ „მულენ რუჟის“ საუნდტრეკად გამოიყენეს.
სარა დაში 1945 წელს, ნიუ ჯერსიში დაიბადა. იყო ჯგუფ Labelle-ის თანადამფუძებელი, 1976 წლიდან კი, სოლოკარიერა დაიწყო.