გერმანელი ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის ვარცხნილობამ სოციალურ ქსელში ბავშვს პოპულარობა მოუტანა. ამის შესახებ The Sun წერს.
გამოცემა წერს, რომ 6 წლის ფლორენს პატერსონს „დაუვარცხნელი თმის სინდრომი“ აქვს. ამ დაავადების მთავარი სიმპტომია თმის მშრალი, შუშისებრი სტრუქტურა, რომელიც დავარცხნას არ ექვემდებარება. ეს პრობლემა მსოფლიოში 100 ადამიანს აქვს, მათ შორის იყო ალბერტ აინშტაინიც.
ბავშვის მშობლები აცხადებენ, რომ გოგოსთვის თმის დავარცხნა შეუძლებელია.
ექიმების თქმით იმ ადამიანებმა, ვისაც „დაუვარცხნელი თმის სინდრომი“ აქვთ მედიკოსებს უნდა მიმართონ, რადგან ამან შესაძლოა სხვა სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს.