არნოლდ შვარცენეგერი და დენი დევიტო კომედია „ტყუპის“ სიქველში ძმებს ისევ ითამაშებენ

არნოლდ შვარცენეგერი და დენი დევიტო კომედია „ტყუპის“ სიქველში ძმებს ისევ ითამაშებენ

არნოლდ შვარცენეგერი და დენი დევიტო, რომლებმაც ფილმში „ტყუპი“ ძმები განასახიერეს, კომედიის სიქველში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ახალი ფილმის სახელწოდებაა „სამტყუპი“ და მისი რეჟისორი აივან რაიტმანია. სიუჟეტის მიხედვით, ტყუპი ძმები ჯულიუს (შვარცენეგერი) და ვინსენტ (დევიტო) ბენდიკტები შეიტყობენ, რომ კიდევ ერთი ტყუპისცალი ძმა ჰყავთ, რომლის როლსაც ტრეისი მორგანი შეასრულებს. გადაღებები 2022 წლის იანვარში, ბოსტონში დაიწყება.

კომედია „ტყუპი“ ეკრანებზე 1988 წელს გამოვიდა. სიუჟეტი ტყუპ ძმებზე მოგვითხრობს, რომლებიც ექსპერიმენტის შედეგად გაჩნდნენ. ძმები ერთმანეთს 35 წლის შემდეგ ხვდებიან და დედის ძებნას იწყებენ.