პროდუქტები, რომელთა გარეშეც ჯენიფერ ლოპესი სახლიდან არ გადის

პროდუქტები, რომელთა გარეშეც ჯენიფერ ლოპესი სახლიდან არ გადის

სამ ათწლეულიანი კარიერული საქმიანობის, უამრავი ფილმის, სტუდიური ალბომისა და არაერთი წარმატებული სინგლის ფონზე, კითხვა, რომელსაც მრავალმხრივ ნიჭიერი ვარსკვლავი ყველაზე ხშირად იღებს, არა კარიერულ საქმიანობას, არამედ მის გარეგნობას ეხება.

ჯენიფერ ლოპესმა რამდენიმე საათის წინ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვარჯიში მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ვარსკვლავის თქმით, ის სპორტდარბაზში წასასვლელად ყოველთვის ლამაზ სამოსს არჩევს, რაც მას მოტივაციის შენარჩუნებაში ეხმარება.

ვარჯიშისა და გადატვირთული გრაფიკის შემდეგ შემსრულებლის თქმით ის საზოგადოებაში ყოველთვის უმაკიაჟოდ გადის, თუმცა ერთადერთი პროდუქტები, რაც მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია ეს არის ტუჩის ბალზამი და მასკარა, ეგრეთწოდებული “ტუში”.

52 წლის ვარსკვლავი ხშირად აღნიშნავს, რომ კატეგორიული წინააღმდეგია ალკოჰოლისა და სიგარეტის, ის მაქსიმალურად ცდილობს არაჯანსაღი საკვები იშვიათად მიიღოს და არ მიირთვას კოფეინის შემცველი სასმელები, რომლებიც, მისი თქმით, კანის ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს.

“18 წლის ასაკში ორ დერმატოლოგთან მივედი, ერთმა მითხრა, რომ მზისგან დამცავი კრემი დამატენიანებლის მსგავსად ყოველდღიურად გამომეყენებინა, მეორემ კი მირჩია, სახეზე არსებული მცირედი ნაოჭების გამო, რომელიც დღემდე მაქვს, ბოტოქსი გამეკეთებინა. მე არასდროს მიმიმართავს პლასტიკური ქირურგისთვის და არც ბოტოქსი გამიკეთებია.”

“ბრწყინვალება ეს ის არის, რაც გარედან ჩანს, თუმცა შიგნიდან მოდის. ადრეულ ასაკში ვიყენებდი სახის მოვლის ძვირადღირებულ საშუალებებს, თუმცა ერთ რამეს მივხვდი, საკუთარი თავის მოვლა სხეულის მოვლიდან იწყება, აუცილებელია დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით, მიირთვათ ჯანსაღი საკვები და სვათ ბევრი წყალი. ეს არის ცხოვრების წესი, რაც სულიერ, გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ სიამოვნებას გგვრის.”