ამერიკელი რეპერი კანიე უესტი თავის მეუღლეს, კიმ კარდაშიანს ერთ-ერთ პოპულარულ მომღერალთან ღალატობდა. ამის შესახებ წყვილთან დაახლოებულ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Sun-ი წერს.
მისი განცხადებით, კანიე უესტი კარდაშიანს მეორე შვილის, სეინტის დაბადების შემდეგ ღალატობდა, რის გამოც კიმი „ძალიან ნერვიულობდა“.
„კიმისთვის ეს რთული იყო, ვინაიდან მან სულ ცოტახნის წინ იმშობიარა და ფიქრობდა, რომ ღალატის მიზეზი მისი შეცვლილი გარეგნობა იყო“, - ამბობს The Sun-ის წყარო. მისივე თქმით, მაშინ რეპერი ჰოლივუდში, თავის ბინაში ცხოვრობდა, რასაც იმით ხსნიდა, რომ ბინა მისი სტუდიის მახლობლად მდებარეობდა.
„კანიეს გარემოცვისთვის ცნობილი იყო, რომ სეინტის დაბადების შემდეგ ის კიმს ღალატობდა. გასტროლების დროს მათ მთელ გუნდს უთხრა, რომ კიმის ზურგს მიღმა ძალიან ბევრ ქალთან იწვა“, - განაცხადა გამოცემის წყარომ.
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2014 წელს დაქორწინდნენ. მათ 4 შვილი ჰყავთ. მიმდინარე წლის თებერვალში კი კარდაშიანმა სასამართლოში განქორწინებაზე შეიტანა განცხადება.