გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციამ ვერ მოისვენა და ვერ აიტანა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციამ ვერ მოისვენა და ვერ აიტანა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა

ოპოზიციამ ვერ მოისვენა და ვერ აიტანა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

განსაკუთრებულად გამოჩნდა ბოლო თვეების განმავლობაში და ბუნებრივია ახლა რაღაც ფაბრიკაციას მიმართა და უნდა რომ რაღაცნაირად დააზიანოს ეს ურთიერთობები. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ მრავალი ასეული წლის ურთიერთობები საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის ნამდვილად არ დაზიანდება“,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ინტერნეტში ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.