ამირან გამყრელიძე: ბუსტერი რაღაც ეტაპზე ყველას დაგვჭირდება

ამირან გამყრელიძე: ბუსტერი რაღაც ეტაპზე ყველას დაგვჭირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერთან დაკავშირებით საუბრობს.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ვაქცინის ბუსტერი რაღაც ეტაპზე ყველას დასჭირდება.

„ჯანმო ამბობს და მე სრულად ვიზიარებ, რომ გარკვეული პროცენტი უნდა იყოს 

ორჯერადად აცრილი. მე ვიტყოდი, ჩვენთან 40% მაინც რომ დავიწყოთ ლაპარაკი ბუსტერზე.

ბუსტერს ზოგადად აკეთებენ 6, 8 ან 10 თვის თავზე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბუსტერი რაღაც ეტაპზე ყველას დაგვჭირდება“,- ამბობს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, ბუსტერ დოზებისგან თავშეკავებისკენ მოუწედებს ჯანმო. მიზეზი კი ვაქცინების არათანაბარი გადანაწილებაა. მათი თქმით, როდესაც მსოფლიოში ბევრ ქვეყანას ვაქცინების დეფიციტი აქვს, მდიდარმა ქვეყნებმა ბუსტერ დოზების გაკეთებისგან  თავი უნდა შეიკავონ.