„ის კანიე არაა! კიმ კარდაშიანი Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე შენიღბულ კაცთან ერთად გამოჩნდა... ის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Daily Mail-ი.
გამოცემა წერს, რომ ბევრი ფიქრობდა, კაცი, რომელიც კარდაშიანს ახლდა, მისი ყოფილი ქმარი, კანიე უესტი იყო, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა.
ღონისძიება ნიუ-იორკში, ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.