ესპანელი მომღერალი, დუეტ Baccara-ს წევრი მარია მენდიოლა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ის 69 წლის იყო. მომღერალი მადრიდში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.
მენდიოლა ცნობილია როგორც პოპ-დუეტ Baccara-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი. მან კოლექტივი 1977 წელს, მაიტე მატეოსთან ერთად ჩამოაყალიბა. თავიდან ისინი სხვა ჯგუფების სიმღერებს ასრულებდნენ, პოპულარობა კი პირველი სინგლის Yes Sir, I Can Boogie გამოსვლის შემდეგ მოიპოვეს. კომპოზიცია ევროპის 10 ქვეყნის ჩარტების ლიდერი გახდა.