MTV-მ წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეორგოლები დაასახელა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა. მას მაყურებლები ესწრებოდნენ. ცერემონიის წამყვანი Doja Cat-ი იყო.
წლის საუკეთესო ვიდეორგოლად Lil Nas X-ის Montero დასახელდა, წლის შემსრულებლად კი ჯასტინ ბიბერი. ნომინაციაში „საუკეთესო ახალი შემსრულებელი“ ოლივია როდრიგომ გაიმარჯვა, საუკეთესო ჯგუფი კი BTS-ი გახდა.
საუკეთესო დუეტად Doja Cat-სა და SZA-ს კომპოზიცია Kiss Me More დასახელდა.
ჰიპ-ჰოპოს სტილში საუკეთესო ვიდეოდ Travis Scott-ისა და Young Thug & M.I.A.-ს კომპოზიცია FRANCHISE დასახელდა, საუკეთესო როკ-ვიდეოს ნომინაციაში კი ჯონ მეიერის Last Train Home-მა გაიმარჯვა.