აშშ-ში გამართულ აუქციონზე როკ ენ როლის მეფის, ელვის პრესლის თმა $72 500 დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, უჩვეულო ლოტი Kruse GWS Auctions-ზე გაიყიდა. მუსიკოსის თმა გამჭვირვალე ქილაში იყო მოთავსებული. აუქციონის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ პრესლის პირადი დალაქი, ჰომერ გილელადი მას წლების განმავლობაში აგროვებდა. ლოტს თან დოკუმენტაციაც მოჰყვება, რომელიც „ამტკიცებს, რომ ის ყალბი არ არის“.
გილელადის მიერ შეგროვილი ელვის პრესლის თმა აუქციონზე პირველად არ გაყიდულა. 2002 წელს ამ უჩვეულო ლოტში ლეგენდარული მუსიკოსის თაყვანისმცემელმა $115 120 დოლარი გადაიხადა.