კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე დიპლომატიური ქალაქის მშენებლობის დაწყება მომავალი წლის ზაფხულშია დაგეგმილი.
საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, ამ მშენებლობის იდეის ავტორის, გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილის განცხადებით, დიპლომატიური ქალაქი 27 ჰექტარზე გაშენდება და ეს პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტში დიდ თანხებს შეიტანს.
პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილი საქართველოში აკრედიტებულმა 30-მა საელჩომ გამოთქვა.
პროექტის განხორციელებისათვის ტენდერი სამ თვეში გამოცხადდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არქიტექტორები და დიზაინერები.
დიპლომატიური ქალაქის მშენებლობისათვის საჭირო 50-100 მილიონ დოლარს ამერიკელი ბიზნესმენი მაიკლ კოფმანი გაიღებს.