(იბეჭდება შემოკლებით)
ერთხელ, თურმე, ქუთაისის ბრიგადაში ყოფნისას, ირაკლი ოქრუაშვილს მანქანაში სიგარეტი დარჩა.
თავდაცვის მინისტრმა კოლოფის მოტანა მოითხოვა, რომელიც გენშტაბის უფროსმა ნიკოლეიშვილმა იმწამსვე მიურბენინა. (თურმე სხვა დროს ცივი „ბორჯომიც“ არაერთხელ მიურთმევია!).
კაცმა რომ თქვას, არავის საქმე არ არის, ნიკოლეიშვილი ოქრუაშვილს სიგარეტს მიურბენინებდა თუ ცივ „ბორჯომს“.
თუმცა, მეორე მხრივ, როდესაც სამხედრო მოსამსახურეების თვალწინ გენშტაბის უფროსი მინისტრის ასეთ დავალებებს ასრულებს (მაშინ, როდესაც იქვე არიან მისი თანაშემწე და მძღოლი), შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის თვალში, მაინცდამაინც, საკადრისი საქციელი ვერ არის.