ლეიბორისტული პარტია სააკაშვილს შევარდნაძესთან ალიანსში ადანაშაულებს.
„სააკაშვილმა ნიღაბი მოიხსნა და უკვე ღიად განაცხადა, რომ თავის ადგილს შევარდნაძის ორბიტაზე ხედავს,“ - განაცხადეს მათ.
ლეიბორისტების რწმუნებითვე, სააკაშვილი პრეზიდენტისაგან სოლიდურად ფინანსდება.
წინასაარჩევნოდ, სააკაშვილმა „გამზრდელისაგან“ ახალი შეკვეთა მიიღო. მას ადამიანთა ჯგუფის მოსყიდვა დაევალა, რომლებიც გარკვეული გასამრჯელოს ფასად ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელ პირებზე შეთითხნილ ცილისმწამებლურ ინფორმაციებს გაავრცელებენ და პარტიის იმიჯის შელახვას შეეცდებიან.