საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციისა და ჟანდარმერიის ხელმძღვანელებსა და პრეფექტებს ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ 15 ივლისს „ალ-ქაიდას“ საინფორმაციო სამსახურმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც წინასწარმეტყველ მუჰამედზე გაკეთებულ კარიკატურებს გმობენ.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციისა და ჟანდარმერიის ხელმძღვანელებსა და პრეფექტებს მოუწოდებს, სიფხიზლე გამოიჩინონ და შესაბამისი ზომები გაატარონ ტერორისტულ საფრთხესთან დაკავშირებით.