(იბეჭდება შემოკლებით)
რევაზ მიშველაძე, მწერალი:
„21 აგვისტოს, როდესაც მწერალთა კავშირს თავს დაესხნენ, ქალბატონ გიულის დავურეკე და ვკითხე: ქალბატონო გიული, ნუთუ პრეზიდენტის სურვილით და თანაგრძნობით მოხდა მწერალთა დარბევა-მეთქი?
მან მიპასუხა: „ბატონო რეზო, მიშა აქ არ არის, პატრიოტთა ბანაკშია და დარწმუნებული ვარ, რაც მოხდა, ამის შესახებ არაფერი იცის. ლამის ვიფიქრო, რომ ჩემს შვილს ასეთ სცენებს სპეციალურად უწყობენ, რომ ხალხს შეაძულონ!“
რა ვქნა, ვერა ვარ ისეთი გულუბრყვილო, რომ ეს ისტორიული დანაშაული, მწერალთა დარბევა, მხოლოდ ვან ბაიბურთის შვილს - გრიშა ბაიბურთს დავაბრალო.
ამ წუთში განსაკუთრებით ორ რამეზე მწყდება გული: რა ბანგი გასვეს ასეთი, ჩემო ერო, რომ მიწის პირიდან ქართველი ერის ალაგმვას თითქმის შეურიგდი და ყურთბალიშზე თავმიდებულს ტკბილად გძინავს?
მეორეც: სად, რომელი მამიდის იმაში შეძვრნენ ჩვენი „ქველმოქმედი“ მილიარდერები?“