პერუს ეროვნულმა საარჩევნო კოლეგიამ ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტად პედრო კასტილიო ოფიციალურად გამოაცხადა.
პერუში საპრეზიდენტო არჩევნები 6 ივნისს გაიმართა და ოფიციალური შედეგების თანახმად, პედრო კასტილიომ მცირედი უპირატესობით გაიმარჯვა. მისი მთავარი მეტოქე პერუს ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტო ფუხიმორის შვილი, კეიკო ფუხიმორი იყო, რომელმაც არჩევნების შედეგები გაასაჩივრა.
კეიკო ფუხიმორიმ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს აღიარებს, რადგან ამას კანონი და კონსტიტუცია მოითხოვს, თუმცა დასძინა, რომ ათასობით ხმა მოიპარეს და მხარდამჭერებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.