ირანის პროვინცია ხუზესტანში წყლის დეფიციტის გამო, საპროტესტო აქციებმა იფეთქა. ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის ცნობით, წყლის დეფიციტი მდინარე კარუნის დაშრობამ განაპირობა. ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართეს, სადაც იარაღიდან ისროლეს. შედეგად სცენაზე მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაწვეს საბურავები, გადაკეტეს გზა. ირანის უსაფრთხოების ძალები აქციის დაშლას ცდილობენ.