გარემოს ეროვნული სააგენტო ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

17-20 ივლისს დასავლეთ, ხოლო 18-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39 გრადუსს გადააჭარბოს, - ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.

გრძელვადიანი პროგნოზი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება 2021 წლის ზაფხულის სეზონი საქართველოში, ნახეთ ამ ბმულზე.