"საცურაო კოსტუმით სიარულის გამო ვიღაც ბებო ან "ტემპერამენტიანი ჯიგარი" შენიშვნას გაძლევს" - რა არ მოსწონთ რუს ტურისტებს აფხაზეთში და როგორ პასუხობენ მათ აფხაზები

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გა­მო­და­რე­ბას­თან ერ­თად, ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი და­ი­წყო. აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლი ჩი­ვის, რომ რუ­სეთ­ში კო­ვიდ­პან­დე­მი­ის მე­სა­მე ტალ­ღის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, რუსი ტუ­რის­ტე­ბის უკონ­ტრო­ლო შე­მო­დი­ნე­ბა რე­გი­ონს მძი­მე საფრ­თხის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნებს. თუმ­ცა, ამ მო­საზ­რე­ბას არ იზი­ა­რებს ად­გი­ლობ­რივ­თა ის ნა­წი­ლი, რომ­ლის ძი­რი­თად შე­მო­სავ­ლის წყა­რო­საც დამ­სვე­ნებ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ.

უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი აქვთ რუ­სე­თი­დან ჩა­სულ ტუ­რის­ტებ­საც, რო­მელ­თა თქმი­თაც, აფხა­ზე­ბი წლი­დან წლამ­დე მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხსა და სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებს არ ცვლი­ან, ფა­სე­ბი კი იზ­რდე­ბა.

"იქ, სა­დაც ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბია, სა­ო­ჯა­ხო იქ­ნე­ბა თუ დიდი სას­ტუმ­რო, ისე­თი ფა­სე­ბია, აფხა­ზეთ­ში კი არა, თურ­ქე­თის ან ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე კუ­რორტზე და­ვის­ვე­ნებ და არც ჩან­თის, მო­ბი­ლუ­რე­ბი­სა და კა­მე­რე­ბის მო­რი­გე­ო­ბით თვალ­თვა­ლი დაგ­ვჭირ­დე­ბა და აღარც ქუ­ჩებ­სა და სა­ნა­პი­რო­ებ­ზე ზო­ნე­ბად და­ყო­ფი­ლი ად­გი­ლე­ბის და­ზე­პი­რე­ბა, რომ სად­მე სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბით სი­ა­რუ­ლის გამო, შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მო­გა­ყე­ნონ. ეს აფხა­ზეთ­ში ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ არის - სა­ცუ­რაო კოს­ტუ­მით კი არა, მოკ­ლე შორ­ტი­თა და ტოპი მა­ი­სუ­რი­თაც გიკ­რძა­ლა­ვენ გა­და­ად­გი­ლე­ბას, ჩვენს ტრა­დი­ცი­ებს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­თო. ამ­დე­ნი წე­ლია რუსი ტუ­რის­ტე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლით არ­სე­ბო­ბენ და მა­ინც ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, მთის ტრა­დი­ცი­ე­ბით ცხოვ­რე­ბა სურთ, თუ ევ­რო­პულ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას­თან ზი­ა­რე­ბა.

შე­იძ­ლე­ბა ქუ­ჩა­ში, ზღვას­თან ახ­ლოს, მოკ­ლე შორ­ტი­თა და მა­ი­სუ­რით მი­დი­ო­დე და ვი­ღაც ბე­ბომ, დე­ი­დამ ან "ტემ­პე­რა­მენ­ტი­ან­მა ჯი­გარ­მა" შე­ნიშ­ვნა მოგ­ცეს - ასე ჩაც­მუ­ლი სი­ა­რუ­ლი მი­ღე­ბუ­ლი არ არის, ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებს ცუდ მა­გა­ლითს აძ­ლევ­თო", - წერს ერთ-ერთი რუსი დამ­სვე­ნე­ბე­ლი სვეტ­ლა­ნა კლიმ­ჩი­ნა.

ლაზი მთის ტრადიციები და ევროპული ცივილიზაცია რა შუაშია, ქუჩაში საცურაო კოსტუმით სიარული, უბრალოდ ქაჯობაა. ქუჩაში ვინმე ცურავს?
3 წლის უკან