გია გაბრიჭიძე ვატო წერეთელს - არსებობს დაუწერელი წესი, რაიმე დანაშაულის ჩამდენმა, რომელმაც პასუხისმგებლობა თავიდან აიცილა, სხვის დანაშაულზე არ უნდა ილაპარაკოს

გია გაბრიჭიძე ვატო წერეთელს - არსებობს დაუწერელი წესი, რაიმე დანაშაულის ჩამდენმა, რომელმაც პასუხისმგებლობა თავიდან აიცილა, სხვის დანაშაულზე არ უნდა ილაპარაკოს

„არსებობს დაუწერელი წესი, რომ რაიმე დანაშაულის ჩამდენმა, რომელმაც სხვადასხვა მანქანებით პასუხისმგებლობა თავიდან აიცილა, სხვის დანაშაულზე არ უნდა ილაპარაკოს, მითუმეტეს, თუ იმ სხვის მიერ ჩადენილი დანაშაული არ მტკიცდება“  - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე „ტვ პირველის’’ დამფუძნებელ ვატო წერეთლის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არასრულწლოვანი მოზარდის  გარდაცვალების ფაქტზე, რა დროსაც მან სასჯელს თავი აარიდა.

,,არსებობს დაუწერელი წესი, რომ რაიმე დანაშაულის ჩამდენმა, რომელმაც სხვადასხვა მანქანებით პასუხისმგებლობა თავიდან აიცილა, სხვის დანაშაულზე არ უნდა ილაპარაკოს. მით უმეტეს, თუ იმ სხვის მიერ ჩადენილი დანაშაული არ მტკიცდება. არ შეიძლება, რომ ბოკერიამ ვინმეს წამებაზე აკეთოს მყვირალა განცხადებები, არ შეიძლება რომ ნოდარ მელაძე ჟურნალისტურ სტანდარტზე ლაპარაკობდეს, ბევრი რამ არ შეიძლება, მაგრამ სამწუხაროდ ანტიქრისტიანობა ყოველგვარ წესს და ადამიანურ ღირებულებებს სპობს. სამწუხაროდ ჯერჯერობით ასე ხდება. ჯერჯერობით!!! წერს“ -  facebook გვერდზე გია გაბრიჭიძე.