ბესიკ თორდუა, რომელსაც 26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურებას აბრალებდნენ, მოულოდნელად კლინიკაში გარდაიცვალა! - რა მოხდა სინამდვილეში?

ბესიკ თორდუა, რომელსაც 26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურებას აბრალებდნენ, მოულოდნელად კლინიკაში გარდაიცვალა! - რა მოხდა სინამდვილეში?

26 წლის ყაზახი აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თორდუას ადვოკამა ლაშა შუკაკიძემ განუხადა, ბრალდებული პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში ერთი კვირის წინ გადაიყვანეს.

როგორც შუკაკიძე განმარტავს, პატიმრის მოკითხვისას უთხრეს, რომ თორდუა უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„ექიმებმა მითხრეს, რომ თორდუას თავში სისხლჩაქცევები ჰქონდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ბესიკ თორდუა კლინიკა „ვივა მედში“ დღეს გარდაიცვალა.

თუ რა გახდა სიკვდილის ზუსტი მიზეზი, ადვოკატის თქმით, უცნობია.