"ზაზა გახელაძე თავისუფალია და საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა!" -წერს სოციალურ ქსელში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე.
"საქართველოს პრემიერ მინისტრმა და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთეს მისი გათავისუფლებისთვის.
განსაკუთრებული მადლობა კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს, ვისი დამსახურებაც უდიდესია.
მადლობა მინდა ვუთხრა ზაზა გახელაძის ოჯახს, მეუღლეს, შვილებს და მშობლებს! მათთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ უსაზღვრო სიყვარულს და თავდადებას ვერაფერი აღუდგება წინ!
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება და ჩვენ ერთმანეთს დავიბრუნებთ!