პარტიებმა, თუ პოლიტიკოსებმა, რომლებიც საპატრიარქოს წინააღმდეგ გამართულ აქციებში აქტიურად მონაწილეობენ, წლების განმავლობაში ეკლესიასთან ბრძოლის დიდი გამოცდილება დააგროვეს

პარტიებმა, თუ პოლიტიკოსებმა, რომლებიც საპატრიარქოს წინააღმდეგ გამართულ აქციებში აქტიურად მონაწილეობენ, წლების განმავლობაში ეკლესიასთან ბრძოლის დიდი გამოცდილება დააგროვეს

იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, თუ ცალკეულმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც საპატრიარქოს წინააღმდეგ გამართულ აქციებში აქტიურად მონაწილეობენ, წლების განმავლობაში ეკლესიასთან ბრძოლის დიდი გამოცდილება დააგროვეს, - ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა დღეს მოსახლეობამ დასვას შეკითხვა და მკაფიოდ გასცენ პოლიტიკოსებმა პასუხი, ემხრობიან თუ არა საქართველოში პრაიდის ჩატარებას.

„90-იანი წლებიდან მოყოლებული მათი პირველი ინსტრუმენტი იეღოველების, ტოტალიტარული სექტის ფაქტორის გამოყენება იყო ეკლესიის წინააღმდეგ. საჭიროა დღეს მოსახლეობამ დასვას შეკითხვა და მკაფიოდ გასცენ პოლიტიკოსებმა პასუხი, ემხრობიან თუ არა საქართველოში პრაიდის ჩატარებას და უთანაგრძნობენ თუ არა იმ პროცესს, რაც საპატრიარქოს დიკრედიტაციას გულისხმობს“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.