ზაზა გახელაძის მამა შვილის განთავისუფლებისთვის სახელმწიფო სტრუქტურებსა და საპატრიარქოს მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა უფალს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, პირადად პრემიერ-მინისტრს გვერდში დგომისათვის. ყველა სტრუქტურას, ვინც ჩართული იყო ჩემი შვილის განთავისუფლებაში, ყველას გენაცვალეთ, ყველას შემოგევლეთ, ყველას უღრმესი, დიდი მადლობა", - განაცხადა მიხეილ გახელაძემ.