„საკმაო დრო და სერიოზული ძალისხმევა დასჭირდა ზაზა გახელაძის გათავსუფლებას, შეუპოვრად იბრძოლა ამ საქმისთვის, ხელისუფლების შესაბამისმა სტრუქტურებმა, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საპატრიარქოსა და პირადად კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ს დამსახურება არ უნდა დაგვავიწყდეს“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სციალურ ქსელში.
ექსპერტი ულოცავს ზაზა გახელაძის ოჯახს, ახლობლებსა და გულშემატკივარს და აქვე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი „ტელემედია დღეს პროტესტის ნიშნად“ არ მაუწყებლობს, თუმცა ეჭვი ეპარება ეს ამბავი ემცნოთ მაყურებლისთვის, სასიხარულო ამბები მათ სარედაქციო პოლიტიკაში ვერ თუ არ ჯდება.
„ზაზა გახელაძე თავისუფალია !!! უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ მისი ოჯახის ყველა წევრს, ახლობელსა და გულშემატკივარს. დამეთანხმებით, საკმაო დრო და სერიოზული ძალისხმევა დასჭირდა მის გათავსუფლებას, თუმცა როგორც ჩემთვის ცნობილია ასევე შეუპოვრად იბრძოლა ამ საქმისთვის, ხელისუფლების შესაბამისმა სტრუქტურებმა, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე საპატრიარქოსა და პირადად კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ს დამსახურება არ უნდა დაგვავიწყდეს.
p.s. ზოგიერთი „ტელემედია დღეს პროტესტის ნიშნად“ არ მაუწყებლობს, თუმცა ეჭვი მეპარება ეს ამბავი ემცნოთ მაყურებლისთვის, სასიხარულო ამბები მათ სარედაქციო პოლიტიკაში ვერ თუ არ ჯდება, პირიქით კი რამდენიც გნებავთ“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ის გვერდზე.