ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
“არ დაიღუპება სამყარო, სანამ ისეთი მლოცველები არსებობენ, როგორიცაა ჯიმ რიში!
სამლოცველოდან ვერ გამოუყვანიათ, თურმე. თავსა დამართ სცემდა და მწარითა ცრემლითა იტყოდა-საბრალობელ იქმნა უბადრუკი ირაკლი, რამეთუ განეშორა ჭეშმარიტსა პრაიდსა და არ აღიარა ლგბტქ+!
ბოლოს, რომ ვერ გამოიყვანეს-კელი დეგნანთან
დაურეკავთ-ჯიმი ანუგეშე, დარჩა საგარეო პოლიტიკა უპატრონოდო..
მაგრამ უნუგეშო უნუგეშოს როგორ ანუგეშებდა? თუმცა გამოცდილია. კელი. მოუფიქრებია და კალიურანდისთვის დაურეკავს - ჩრდილოელია მაინც, ემოციებს აკონტროლებს.
კალიურანდს კელისთვის ურჩევია, რომ მლოცველ ჯიმს დენოკრატიისთვის და პრაიდისთვის ჭეშმარიტი მებრძოლების წმინდა ნაწილები გაუგზავნოს.
კელის უთქვამს-ვიფიქრებო.
ბევრ ვარიანტზე უფიქრია. განიხილებოდა ხაზარაძის წარბ-წამწამი, აბსნაძის ბროწულის კვირტი, გაბუნიას შარვალი და გვარამიას ბოტასები, მაგრამ კელის ბოლოს არჩევანი ინგას ცრემლზე და უდრეკი მაჭუტაძის ბრძოლისას გაოფლილ თმის კულულზე შეუჩერებია.
ინგას ცრემლი მოუწურავს და კოლბაში ჩაუსხამს, მისი ხმა ზეცას წვდებოდა თურმე და რამდენიმე ანგელოზი კინაღამ ძირს ჩამოვარდნილა.
მაჭუტაძისთვის თავი სულ გადაუპარსავთ,-შეიძლება სხვებმაც მოგვთხოვონ და ხელახლა ხომ არ გავაფრენთ ჩარტერულ რეისს-ხარჯიაო.
ასე რომ დავმშვიდდეთ-ინგას ცრემლის ნაპკურები და მაჭუტაძის ნაყნოსი ჯიმი კვლავ დაუბრუნდება თავის ნაყოფიერ საქმიანობას და სინდისის პატიმრების და დემოკრატიისთთვის მებრძოლების დაცვას გააგრძელებს.
დემოკრატია გადარჩენილია”.